01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 17:12:46, 1317 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა APM terminal-ზე: ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება

„ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება, ისეც კარგად გადავწყვეტთ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს APM terminal-თან ურთიერთობას, რომელსაც ფოთის პორტში ინვესტიციების ჩადება ჰქონდა გადაწყვეტილი.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფოთის პორტი მნიშვნელოვანი ობიექტია და APM terminal-ის წარმომადგენლებთან შევედრას აპირებს.

"მე ვაპირებ, რომ შევხვდე APM terminal-ს და საქმიან ვითარებაში განვიხილო მათთან ყველა მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი. APM terminal -ის ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ინვესტორი, ფოთის პორტი არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავის დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოგისტიკაში და ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც კი არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics