|
2019-06-13 10:51:45, 976 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ჩვენი შრომის შედეგად, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე ვიმყოფებით
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფასეულობად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსმტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „კომუნიზმის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ დაუღალავად ვმუშაობთ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე. ეს გულისხმობს ისეთი სასამართლო სიტემის შექმნას, რომელიც გამართულად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლობითი დემოკრატია არსებობს. ამ რეფორმებით საქართველო გახდა მსოფლიოში ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქვეყანა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ რეგიონულ ცენტრად წარმოგვაჩენს. ჩვენი შრომის შედეგად ვიმყოფებით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე და სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ამერიკის მსგავს მეგობრებთან და მოკავშირეებთან. საქართველო არის აშშ-ის ძლიერი სამხედრო მოკავშირე და დემოკრატიის შუქურა გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში. უმაღლეს წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალურ საკითხებში და ჩვენს საერთო ბრძოლის ველზე. ქართველი სამხედროები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა. სულ ახლახან - გასულ თვეში - წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. ეს ორპარტიული აქტი რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით რუსული ავანტურიზმის დასჯას ისახავს მიზნად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული ცივილიზაციიდან წარმოიშვა, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს. "გასულ წელს ჩვენს 4-მილიონიან ქვეყანას 8.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა. საქართველოს სტუმრები ძალიან უყვარს. ეს აღსანიშნავი მიღწევაა და თუ არ ყოფილხართ ჩვენთან, ყველას მოგიწოდებთ, იხილოთ ეს ულამაზესი ქვეყანა და თავად გაეცნოთ ყველაფერს, რასაც სამყაროს ვთავაზობთ. ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის. ყველა ქართველი მიესალმება მეწარმე ამერიკელებს, რომლებიც ქვეყნის უზარმაზარ შესაძლებლობებს აითვისებენ. შემდეგი ფაქტებით მინდა მოგხიბლოთ - ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონული ბაზარი წვდომას განიჭებთ 120 მილიონ მომხმარებელზე. უპირატესობების მქონე გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და ბევრი პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გამო, რაც ბიზნესის კეთებას მიმზიდველს ხდის საქართველოში და საქართველოს გავლით, ამერიკულმა ბიზნესწრეებმა შეიძლება სწრაფად მოახერხონ წვდომა ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე. ჩემი მოგზაურობა აშშ-ში ამ კვირის განმავლობაში აძლიერებს ჩემს დიდ ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ. საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე სამყაროსადმი, სადაც ყველანი თავისუფალნი ვიქნებით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)