11:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 19:03:45, 1158 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიის (CEESP) სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 „ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო და გავხსნა საქართველოში გამართული ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა. მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IUCN გამოცდილების გაზიარება და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ტყის სექტორის განვითარების, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით განხორციელებული სიახლეები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ IUCN ექვს თემატურ კომისიას, მათ შორის, ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიას (CEESP) აერთიანებს, სადაც  ათი ათასამდე მეცნიერია რეგისტრირებული და რომელთა საქმიანობა, ძირითადად, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ეკოსისტემების მდგრად მართვას უკავშირდება.

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics