10:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 12:02:39, 716 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

TV პირველთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებს.

მისი განმარტებით, ხელმოწერების შეგროვების პროცესი მთელი ზაფხული გაგრძელდება და საშემოდგომო სესიაზე  პარლამენტს წარედგინება.

„დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ ჩემი უფლებები დაარღვია, საერთოდ ყურადაც ვერ მიიღეს ეს მოთხოვნა, მე რას ვითხოვ, არ არის სასამართლო, არ არის ხელისუფლება, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, თქვენ მაინც როგორმე დამიდექით გვერდით და გავაგებინოთ საბოლოოდ ხალხს საქართველოში, რომ სახელმწიფოს აქვს ჩადენილი სასტიკი დანაშაული. მე ვითხოვ, გამეცით პასუხი, დასაჯეთ ის ადამიანები და აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics