10:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 15:40:19, 1124 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ.

რაც სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს. შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს.

გამოცდებზე სარეზიდენტო მზადებასთან დაკავშირებული სიახლეებიც გაჟღერდა. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს  სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან  სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება.

პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.

სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics