2019-06-11 13:43:23, 1185 ნახვა
პოლიტიკა
„ქვების სროლა დავიწყო?!“ - მარშანია დავით გარეჯის თემაზე, საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის პარლამენტში მისვლას ითხოვს
„შიმშილობა დავიწყო თუ ქვების სროლა?!“ - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ადა მარშანია დავით გარეჯის საკითხზე საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ითხოვს.
„მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად და არა კულვარულად, სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ, სამჯერ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო მე პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ აქ“, - განაცხადა მარშანიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან