2019-06-10 17:49:26, 1481 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე, ლონდა თოლორაიას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე, ლონდა თოლორაიას მხარი დაუჭირა. მან 8 ხმა მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე საკონკურსო კომისიის შერჩეულ და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს - ვალერი ლომუაშვილს და ლონდა თოლორაიას მოუსმინეს.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის განცხადებით, კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი კანდიდატურა, ლონდა თოლორაია აკმაყოფილებდა, თუმცა ხელახალი კონკურსის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ფორმალური კანდიდატიც.
ცნობისთვის, ლონდა თოლორაია დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან