|
2015-07-01 15:45:49, 5477 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში 350 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ განხილვას დაესწრო. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს დაგეგმილია 23 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. 322 პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული და 5 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)