19:06 - 21 Jul, 2026
|
2015-01-03 13:36:03, 5268 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 59,2%-ით შემცირდა
2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 59,2%-ით შემცირდა. 2014 წლის განმავლობაში, საქართველოდან აზერბაიჯანში 16,8 ათასი მსუბუქი ავტომიბილი გაიტანეს, რომელთა ჯამური ღირებულება 252,3 მილიონი დოლარია. 2013 წელს კი, იგივე მაჩვენებელმა 41 000–ზე მეტი ერთეული შეადგინა, რომელთა საერთო ფასი 370 მილიონი დოლარი იყო. ასეთი მკვეთრი შემცირება აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სტანდარტ „ევრო 4“-ზე გადასვლამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება. ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ აზერბაიჯანში 511 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის 19,4%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)