10:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 15:00:26, 1114 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის აკეთებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.

ახალ ტაძარში პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

 

 


 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics