|
2019-06-09 10:37:59, 806 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს ძალიან ბინძურ კამპანიას
მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებძროლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. „იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)