|
2019-06-08 15:14:46, 1402 ნახვა
პოლიტიკა
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 31 უბანზე ჩატარდება, სადაც 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული
9 ივნისს, თბილისში, მთაწმინდის (N1) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეორე ტურის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული. „არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი კანდიდატი: N13 - შალვა შავგულიძე; N41 - ვლადიმერ კახაძე. არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად 1 საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისათვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისები. არჩევნებისათვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორაგნიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1919-მა წარმომადგენელმა. არჩევნებში მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი. 9 ივნისს, დილის შვიდი საათიდან მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი: 2 51 00 51. ასევე იმუშავებს ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია მოგვართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გარდა ამისა, ხვალ მთელი დღის განმავლობაში, ცესკო-ს მედია ცენტრში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები“, - აღნიშნა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)