20:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:32:56, 818 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა მაღარიელების გაფიცვაზე: სახელმწიფო ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს

გაფიცული მაღაროელები და დამსაქმებლები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პროცესს  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი საქმეებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

„სახელმწიფო, როგორც წესი, ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს. თუმცა გავითვალისწინეთ რა,  ჭიათურა და ზესტაფონი არის უდიდესი სისტემის შემქმნელი კომპლექსი, ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ჩვენთვის, გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში არის სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი და აქედან გამომდინარე რიგი საკითხები იყო ისეთი, სადაც ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ ამ ინვსეტორთანაც და სხვა ინვესტორების მიმართ. კერძოდ, რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, აქედან გამომდინარე ჩავერთეთ მედიაციაში. ის, რომ შედგა კონსენსუსი, ეს შესაძლებლად გახადა, ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ. მე ვგულისხმობ კომპანიას და მაღაროელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და შედგა შეთანხმება.

ზოგადად, ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება კერძო ბიზნესს და ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკისაც კერძო ინვესტიციაზე დაფუძნებით, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსესები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics