2019-06-07 11:49:30, 2515 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი პარტიის ლიდერის პოსტიდან მიდის
ტერეზა მეი დღეს მმართველი "კონსერვატიული" პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დატოვებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, შემცველის არჩევამდე მეი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
მედიის ცნობით, "კონსერვატიული" პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი.
შეგხსენებთ, რომ გადადგომის შესახებ ტერეა მეიმ განცხადება 2 კვირის წინ გააკეთა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან