10:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 10:31:42, 1043 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს

რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვა იგეგმება, შედეგად კი ცოდნის ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად სულ მცირე 12 პროცენტით დაფინანსდება.

"ამ ძალისხმევის კონტექსტში ავაშენებთ ახალ პროფესიულ სასწავლებლებს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი ტექნოლოგიების საინჟინრო და სხვა პრაქტიკული უნარების დაუფლება შეძლონ. სან-დიეგოს შტატის უნივერსიტეტს საქართველოში წარმომადგენლობა აქვს და თბილისში ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს მის კურსდამთავრებულებს. ვისურვებდი მეტ პარტნიორობას კალიფორნიის მსოფლიო დონის აკადემიურ სასწავლებლებთან. საინტერესო მიმართულებებზე ვმუშაობთ სტენფორდის უნივერსიტეტთან საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო წინ მიიწევს და თავად აკონტროლებს მის ბედისწერას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით აშშ-სა და სხვა ერებთან დემოკრატიის, შესაძლებლობებისა და ჩვენი ცივილიზაციის დასაცავად. გვჭირდება ამერიკის დახმარება, რათა მომავალშიც  წარმატებულად ვიაროთ წინ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრა კალიფორნიის Commonwealth club-ში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics