19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 22:56:41, 1179 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე - პასიური პროტესტი არ არის საკმარისი

პასიური პროტესტი არ არის საკმარისი იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის შეცვლის განწყობაც ჩამოგიყალიბდათ, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა.

„მთაწმინდაზე მართლაც არ იყო მაღალი აქტივობა, რადგან 35% იყო აქტივობა და მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით, 4% იყო. ხელისუფლებას აქვს მექანიზმი და ბერკეტები იმისთვის, რომ ხმები არ დაკარგოს და უზრუნველყოს მისი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლა და მათი ხმების თავის სასარგებლოდ დაფიქსირება. აქიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, იმ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, არის ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას აღარ ენდობა და ხმას არ აძლევს, მაგრამ თავისი პროტესტი პასიური ფორმით გამოხატა და სახლში დარჩა. სწორედ აქ არის საჭირო გააზრება და ამას უნდა სწორი შეფასება ამ ამომრჩევლისგან, რომ პასიური პროტესტი არ არის საკმარისი იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის შეცვლის განწყობაც ჩამოუყალიბდათ“, – განაცხადა შავგულიძემ.

ამ განცხადებით შალვა შავგულიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას აკეთებდა ის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ ისინი მეორე ტურით და მისით, როგორც კანდიდატით დაინტერესდნენ.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია აქტიურობა, არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება, რისკენაც საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics