|
2015-07-01 11:31:35, 5311 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
3 ივლისს ფოთი სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, რომელიც ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს თბილისში, დინამო-არენაზე უნდა გაიმართოს, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო - სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვა. სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის თასებს 3 ივლისს საქართველოში პირველად, ფოთში ჩაიტანენ. თასებს 17:00 საათზე თეატრის შენობის წინ მოწყობილ სცენაზე განათავსებენ, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მივიდეს და ფოტოები გადაიღოს. პარალელურად მოეწყობა მინი სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ითამაშონ. სუპერთასის ფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დესპანი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)