02:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 16:06:42, 1498 ნახვა

ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტში მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართება

7 ივნისს, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი, „მდგრადი განვითარება ყველასთვის“ იმართება. ფესტივალის პირველ ღონისძიებას - „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება. რეისები  შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ნატახტარი - ამბროლაური: 08:00

ამბროლაური - ნატახტარი: 09:15

ნატახტარი - ამბროლაური: 18:30

ამბროლაური - ნატახტარი: 19:45

ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით.

აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე. 

ამბროლაურის აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს წარჩინებული პარაოლიმპიელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში და საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში ირმა ხეცურიანი.

აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics