07:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 16:04:19, 1101 ნახვა

საზოგადოება
ვენაში „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა

ქალაქ ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეგიდით, „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზი. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებასა და  უსაფრთხოებას, ასევე, კონფლიქტების პრევენციასა და უსაფრთხოებას შორის  არსებულ მჭიდრო ურთიერთკავშირზე.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების შესახებ მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განხორცილების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კატასტროფებსა და მათი რისკის შემცირების ღონისძიებებზე, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებისა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩოს განხორციელების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკასა და მიღწეულ პროგრესზე.

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა  მდგრადი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეუთოს გარემო და უსაფრთხოების ინიციატივასა (EnvSec Initiative) და საქართველოს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics