2019-06-06 13:08:23, 1680 ნახვა
კომენტარი
მამაკაცი 16 წლის გოგოზე ძალადობას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მამობის დადგენის შემთხვევაში ბავშვს უპატრონებს
მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში, 16 წლის გოგო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს , ბრალდებას უარყოფს.
მამაკაცი არასრულწლოვნის ოჯახს ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.
"გოგო რომ სკოლაში ცუდად გახდა, მის დედასთან და ბებოსთან ერთად წავედი საავადმყოფოში. ასე გავიგე, რომ ასეთ რამეს მაბრალებდნენ. არ არსებობს, ასეთი რამ მომხდარიყო, ჩემს გვერდზე საწოლში ჩემს გოგოს ეძინა და ხმას მაინც ხომ გაიგებდნენ. მეორე დღეს გოგონას დედა და ბებია წავიყვანე მანქანით და მითხრეს, რომ 10 ათასი ლარი უნდა მიმეცა და საქმე მოგვარდებოდა, თუ დადგინდება, რომ ბავშვი ჩემია, ვუპატრონებ, ან დამიჭირონ თუ უნდა", - განაცხადა მამაკაცმა "კურიერთან" ინტერვიუში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან