|
2019-06-06 11:49:47, 1331 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდებათ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდებათ. კობახიძემ კონფერენცია გახსნა, რომელიც პარლამენტის ზედამხედველობას ეხება. მან ხელისუფლების ამ შტოს მაკონტროლებელ ფუნქციაზე ისაუბრა. "ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად შემუშავდა ეთიკის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვას პარლამენტში. ასევე გაძლიერდა პარლამენტის ზედამხედველობის ინსტრუმენტები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ დარღვევასთან ყველაზე მეტად უნდა იყოს დაკავშირებული სამართალდამცველი ორგანოები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ზედამხედველობის განხორციელებას. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც უკვე პრაქტიკაში ამოქმედდა", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)