19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 15:31:16, 1954 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო პასუხი სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა

„გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა  საქართველო რადარებიდან გაქრა", - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

„გაეროს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და დიპლომატიურ ხრიკებზე, ამ კონკრეტულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე.

აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს რეზოლუციაზე სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აღნიშნული რეზოლუციის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოსთან ერთად, რეზოლუციის ინიციატორი გაერო-ს 40-ზე მეტი წევრი ქვეყანაა, რაც დოკუმენტს მათ კუთვნილებადაც აქცევს და ეს საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.

რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებზე და რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, საქართველოს რადარებიდან თითქოს გაქრობის თაობაზე.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ასევე, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას“, - წერს ზაზა გაბუნია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics