05:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:03:00, 870 ნახვა

საზოგადოება
დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, დაავადებული და ხმელი ფიჭვები მოიჭრება

5-6 ივნისს, თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, გამწვანებულ ფერდობზე დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს.

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.

აღნიშნული ტიპის კვლევა დედაქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის თანახმად, თბილისსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება, ასევე, ამის პარალელურად,  სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics