02:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 13:18:16, 1384 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს - გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე არასრულწლოვანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა.

„დღეს, 2019 წლის 3 ივნისს, თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ განაჩენი არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. რაც შეეხება, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალების მხარის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა შემდეგი: 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად დაუდგენელ პირთან, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. განაჩენი შესძლებელია გასაჩვრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics