03:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 14:42:18, 2752 ნახვა

მსოფლიო
ელტონ ჯონი რუსული კომპანიის მიერ მისი ბიოგრაფიული ფილმიდან გეისექსის სცენების ამოჭრას გმობს

ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი იმ რუსულ კომპანიას უპირისპირდება, რომელმაც მის შესახებ გადაღებული ფილმის კინოგაქირავებიაში გაშვების უფლებები შეიძინა.

დაპირისპირების მიზეზი კომპანიის მიერ ფილმიდან გეი სექსის ამოჭრა გახდა. ფილმ "როკეტმენის" შექმნელების განცხადებით, ბიოგრაფიული ნამუშევარი ბრიტანელი მუსიკოსის ექსტრაორდინალურ ცხოვრებას და იმ გზას ასახავს, რომელიც ლეგენდარულმა მომღერალმა გაიარა.

შემქმნელები რუსულ კომპანიას ფილმის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ ვგმობთ რუსული კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ფილმიდან გარკვეული სცენები ამოჭრან. მათი გადაწყვეტილება არ აძლევს შესაძლებლობას მაყურებელს დაინახონ რეალობა, ნახონ ფილმი ისე როგორც ის იყო შექმნილი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ დაყოფილ სამყაროში, რომლისთვისაც ორი ადამიანის სიყვარული მიუღებელია. გვჯერა დიალოგის შესაძლებლობის და გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ყველა ადამიანი არ გაითავისებს რომ ყველანი თანასწორები ვართ", - ნათქვამია ელტონ ჯონის განცხადებაში.  









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics