03:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 12:26:44, 2868 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: მოდით სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იდევნებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლგბტ თემს, ღირსების თვის ფარგლებში სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაცია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო.

"ვინაიდან ჩვენ აღვნიშნავთ ღირსების თვეს და ლგბტ თემის ღვაწლს ვაფასებთ, რომელიც მათ ჩვენი ერის განვითარებაში შეიტანეს, მოდით ასევე სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იდევნებიან, რომლებსაც სვავენ ციხეში და ხანდახან სიკვდილითაც კი სჯიან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო და ყველა ქვეყანას მოუწოდა ამ პროცესს შეუერთდნენ", - წერს ტრამპი. 

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქშიც უნდა გაიმართოს. ღონისძიებების ჩატარება 18-დან 24 ივნისამდეა დაგეგმილი. ოგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისში ღირსების მსვლელობაც უნდა გაიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ ზუსტი ღონისძიებების განრიგი ან სხვა დეტალები უცნობია. ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ. გუშინ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები უწყების აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ და დასძინეს, რომ ეს შსს-ს მხრიდან თემის მიმართ გულგრილობის ნიშანია. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics