|
2019-06-01 10:54:42, 5099 ნახვა
სამხედრო
ბავშვთა დაცვის დღე დაღუპული სამხედროების შვილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. მხიარული სტარტების მონაწილე გუნდებს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გულშემატკივრობდნენ. სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით - „მამის მეგობრისგან“ გადასცა. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იუნკერებმა ბავშვები ბურთებითა და ბადმინტონებით დაასაჩუქრეს. მხიარული სტარტების შემდეგ, დაღუპული სამხედროების შვილები, სამხედროებთან ერთად, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს სიმულაციურ ცენტრში, გაისეირნეს კვადროციკლებით, დაესწრნენ ვირტუალური ბრძოლის სცენებს, ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი და პეინტბოლი. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში გაიმართა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მხიარულ სტარტებს ორგანიზება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ უსასყიდლოდ გაუწია.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)