|
2019-06-01 10:41:49, 1163 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი „ანაკლიის კონსორციუმთან“ მოლაპარაკებებზე: რვა პუნქტიდან შვიდზე თითქმის შეთანხმებას მივაღწიეთ
რვა პუნქტიდან, რომელზეც აბსოლუტურად არ ვიყავით ვალდებულნი, რომ დავთანხმებულიყავით, შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" „ანაკლიის კონსორციუმთან" გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, იგი პირადად იყო ჩართული კონსორციუმთან და ყველა იმ პოტენციურ კრედიტორთან მოლაპარაკებებში, ვინც მონაწილეობს პროექტში. „აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. რამდენიმე საათიანი, ძალიან დეტალური და ეფექტიანი შეხვედრა გვქონდა. რვა პუნქტიდან, რომელზეც აბსოლუტურად არ ვიყავით ვალდებულნი, რომ დავთანხმებულიყავით, შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას. ესეც არ იყო სხვათა შორის აუცილებელი, რადგან არ იყო ჩვენი ვალდებულება. შეგახსენებთ პირველად ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს: ეს არის 300 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტები, 60-70 მილიონამდე მიწის გამოსყიდვაში დახმარება, 100 მილიონი დოლარის ფინანსური შენატანი. ამ ყველაფერზე ჩვენ პირველი დღიდან ვიყავით პასუხისმგებელნი და დღესაც ვართ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, „ანაკლია" ქვეყნისთვის სტრატეგიული და თავისი ბუნებით კომერციული პროექტია. „სახელმწიფომ მაქსიმალური გაიღო იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ევალებოდა. ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის კომერციული რისკები და ისიც თუ ჩვენ ავიღეთ, მაშინ საერთოდ რა შუაშია კონსორციუმი, რა შუაშია კერძო კაპიტალი? ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი ყოფილა, მაშინ თვისობრივად იცვლება ყველაფერი და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. შესაბამისად, ვერავინ - ვერც იმ მოლაპარაკებებზე დამსწრე და ვერც ის, ვინც ამ მოლაპარაკებების მიღმა იმყოფებოდა, ვერ იტყვის, რომ მთავრობამ რამე დააკლო პროექტს, არამედ პირიქით, გზადაგზა ამატებდა და დღესაც ამატებს ვალდებულებებს მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ არც ამ მიმართულებით არ არსებობს პრობლემები. „თქვენ რომ საერთაშორისო დონორი იყოთ და ნახოთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს ინფრასტრუქტურისთვის 300 მილიონს ერთ შემთხვევაში, იძლევა 100 მილიონს, 70 მილიონს, პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული და ამაზე წამოვიდა. რვა პუნქტიდან შვიდზე მოხდა შეთანხმება, რომელიც უამრავ სხვადასხვა რისკის დაზღვევასთან არის დაკავშირებული და ის, რომ რაღაც ნებართვის წინა ნებართვა გაიცა, რომელიც 24 საათში გაუქმდა, ეს არის მთელი დისკომფორტის წყარო? თუ ამ საქმის გაკეთება ვინმეს უნდა, არანაირი მიზეზი აქ არ არის. ახლა მთავარია, ვისაც რა ევალება, ის გააკეთოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)