|
2019-06-01 10:07:00, 1389 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტექნოპარკში თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ღონისძიებას დაესწრო
თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დღეს მესამედ გამოაცხადა. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებასსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიისრეგიონული დირექტორთან, მერსი ტემბონთან ერთად დაესწრო. მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პროგრამის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სახელმწიფოსხედვას ინოვაციური პროექტების განვითარების კუთხით. „ეს პროგრამა, თავისი დიზაინით, მორგებულია ინიციატივიანი ადამიანების გამოვლენაზე, რომლებიც მზად არიან, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს, განავითარონ თავისი იდეები და ასახელონ საქართველო გლობალურ ბაზარზე. ისინი ასევე მზად არიან, თვითონაც მცირე კონტრიბუცია გაიღონ, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მზად არის, გაცილებითმეტი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთოს" - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკს საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში გამოვლენილი მყარი მხარდაჭერისთვისდა კონკრეტულად მერსი ტემბონს მისი პირადი კონტრიბუციისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, წლებია, რაც მსოფლიო ბანკი მხარში გვიდგას სხვადასხვა სტრუქტურული, ეკონომიკური,სოციალური რეფორმების განხორციელებისას, მათ შორის არის ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც მესამედ ცხადდება თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიცინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიცგანკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილიგრანტის მაქსიმალური ოდენობა ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)