11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 19:39:43, 1943 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: შსს „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოებას არა „ვერ“, არამედ „არ“ უზრუნველყოფს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უწყება ღონისძიებების მონაწილეებს არა „ვერ“, არამედ „არ“ დაიცავს, რადგან მისივე თქმით, ჯგუფები, რომლებიც პრაიდის ჩაშლით იმუქრებიან, ხელისუფლებასთან არიან შეკრული.

 „ჩვენ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაქვს ვითარება, როდესაც პრორუსული, პროპუტინური ჯგუფები, რომლებიც არიან მთავრობის მოკავშირეები ყველა არჩევნებზე, დაუსჯელად სჩადიან ძალადობას ყველანაირი უმცირესობების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური კლიმატია. შსს დღეს აცხადებს, რომ ამ ხალხს "ვერ", ანუ არ დასჯის და ჩვენ ვიხილეთ, როგორ გამოიყენეს ეს ხალხი ბასიანთან დაკავშირებით პროტესტის დროს. ეს ხალხი მოვიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებსაც და ამ ხალხის ძალადობით და აგრესიით პროტესტის ორგანიზატორებს ემუქრებოდნენ. ეს არის ძალიან სამარცხვინო და სახიფათო ვითარება ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics