11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 18:20:26, 1479 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია გეგმაში არასდროს გვქონია

„გვინდოდა ხელშეწყობა. თუ ეს მათ ძაბავთ, განკარგონ ისე, როგორც უნდათ“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტს.

სერგეენკოს განცხადებით,  ამ საავადმყოფოს პრივატიზება გეგმაში არასდროს ყოფილა.

"ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების და ექთნების მშვენიერი გუნდი მუშაობს, რომლებიც ძველ ინფრასტრუქტურაში მუშაობენ. აჭარის მთავრობამ მათ გამოუნახა თანხები და იქვე, იმ ტერიტორიაზე, ახლოში ახალი ინფრასტრუქტურა აუშენა. ანუ, ეს ადამიანები ძველი შენობიდან ახალში უნდა გადავიდნენ და განაგრძონ მუშაობა, ესაა მოცემულობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სანიმუშო კლინიკა შევქმნათ, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთავთ ამ კლინიკებს, რომ არაპირდაპირი ხარჯები შევამციროთ, ისევე როგორც დონორებთან და ბიუჯეტთან გამოვნახოთ საშუალება, რომ  აღჭურვაშიც შეუწყონ ხელი. მიუხედავად ამისა, ჩამოყალიბდა საერთოდ გაუგებარი სიტუაცია, როდესაც თანამშრომლების ნაწილი შიმშილობს, მოითხოვს დაუყოვნებლივ 10 მილიონის ჩარიცხვას და აღჭურვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს. ახლავე მინდა ვთქვა, რომ თუკი ჩვენი მიდგომა მათ ძაბავს და აღიზიანებს, საერთოდ არ მივიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი უამრავი საქმე გვაქვს და განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს, არც გვქონია პრივატიზაციაზე, გვინდოდა ხელშეწყობა. თუ ეს მათ ძაბავთ, განკარგონ ისე, როგორც უნდათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics