17:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 17:37:42, 1513 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია: წინასაარჩევნო პერიოდში, ცესკო-ზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობდა, რასაც მედიის მხარდაჭერაც ჰქონდა

 „19 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ საერთოდ უპრეცედენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტია, სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა მიდიოდეს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე.

„მე მინდა ავღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც შეეხება წინა საარჩევნო პერიოდს. ჩვენ 2019 წლის 19 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ საერთოდ უპრეცედენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ამ საკითხებზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როდესაც კომისიის საქმიანობას ეშლებოდა ხელი და მის საქმიანობაში ხდებოდა უხეში ჩარევა. მე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, საარჩევნო მოხელეს, რომელმაც შეძლო და თავისი შრომით ძალიან კარგად ჩაატარა ეს არჩევნები, ასევე ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცხადად აღნიშნეს, რომ ყველა ის ცრუ ინფორმაცია, ცრუ ბრალდება, უარგუმენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება და სიცრუე, რომელსაც მედიის მხარდაჭერა ჰქონდა დამოუკიდებელმა სადამკვირვებელმა ორგანიზაციამ, ცხადად და მკაფოდ დააფიქსირა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არცერთ ნაწილში საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა არანაირი კანონდარღვევა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics