2019-05-31 15:50:32, 1670 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალურო მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს.
დაცვის მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს კირკიტაძე დამნაშავედ უნდა ეცნო, თუმცა სასჯელის სახით 2-წლიანი პირობითი სასჯელი უნდა მოეხადა. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. პროცესის მიმდინარეობისას მან ბრალი აღიარადა და ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედებოდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან