11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:51:20, 936 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი პრემიერს - შემოიტანეთ აზარტულ თამაშებზე რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, უმრავლესობაც რომ ვერ შეძლებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როდის წარადგენს მთავრობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციების პროექტს საკანონმდებლო ორგანოში.

„ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ რეგულაციებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რომელიც შეგვპირდით 1 წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც, მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის ჩართული აზარტულ თამაშებში, რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა უბედურებაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა? ან რა იყო ის ჩაგდება რეკლამის კანონის? თქვენც იყავით ამის მონაწილე, რომ ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? შემოიტანეთ და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ შემოიტანეთ აზარტული საქმიანობის შესახებ რეგულაციები“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა პრემიერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics