02:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:19:07, 1012 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი: საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულნი არიან და მათ ვინაობას სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელებენ. 

"დიახ, საინვესტიციო საბჭოს წევრები არჩეული არიან. პრემიერმა დაასახელა, რომ ისინი განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი რანგის პიროვნებები არიან. წამყვან ევროპულ ქვეყნებში ისინი წამყვან საინვესტიციო ფონდებს ხელმძღვანელობენ. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური ბრიფინგი, სადაც უკვე ამ პიროვნებების სახელებს და სხვა დეტალებს გავაჟღერებთ. შესარჩევმა კომისიამ სრულად დაასრულა პროცედურების კუთხით მუშაობა, შეირჩა 5 კანდიდატი და წარუდგენს პარლამენტს. ესენი არიან საფრანგეთის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ, საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება, კიდევ რაღაც გარკვეული პროცედურებია, რომელიც აუცილებელია, რონ საინვესტიციო პროცესი დასავლური სტანდარტებით წარიმართოს. დაახლოებით, 230 მილიონია საპენსიო შენატანების სრული მოცულობა, ეს თანხები კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკშია განთავსებული, სადაც ყველგან სარგებელი ერიცხება", - განაცხადა ლევან სურგულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics