03:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:05:33, 1189 ნახვა

ეკონომიკა
იური ნოზაძე - ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე  სამონადირეო ტურიზმის განმახორციელებელი იტალიური კომპანიის „Montefeltro“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებაა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სამონადირეო მეურნეობების განვითარების, ასევე მცირე პოპულაციის ცხოველთა და ფრინველთა სახეობების აღდგენა-მოშენების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics