11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 12:49:58, 925 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე პრემიერს: საოკუპაციო რეჟიმის რამდენი წევრი შეიყვანეთ ბოლო 1 წელიწადში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?!

რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?! - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„2018 წლის ივნისში მივიღეთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. 2019 წლის ივნისი იწყება ხვალ. თქვენი ციტატაა, რომ ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება. ასევე თქვენი ციტატაა, რომ არამარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. თქვენ ასევე ამბობდით, რომ მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც. მინდა კონკრეტული პასუხი კითხვაზე და არა ლირიკა: რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში?! კონკრეტულად, სახელები, გვარები და რამდენი. თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? იმიტომ, რომ არ ასრულებს მთავრობა ჯეროვნად თავის მოვალეობას, თუ იმიტომ, რომ არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შესაყვანი არიან ამ სიაში“, - მიმართა სერგი კაპანაძემ პრემიერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics