2019-05-30 16:35:37, 1046 ნახვა
საზოგადოება
„საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე!“ - ქუთაისში, დეპუტატის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება
ქუთაისში, მოქალაქეთა ნაწილი მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავს და საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას გადადგომას მოითხოვს.
სოციალურ ქსელში შესაბამისი საპროტესტო აქციის "ივენთიც" გავრცელდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "ქართული ოცნების" დეპუტატის გადადგომის მოთხოვნით, აქცია 17:30 საათზე დაიწყება.
"როგორც მოგეხსენაბთ, 2019 წლის 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის მოზარდი სოფი ნიკოლეიშვილი. 2019 წლის 28 მაისს, ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ქართული ოცნებიდან - ნანა კოსტავამ ფეისბუქზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დის, სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!", - წერია აქციის ანონსში.
ამავე თემაზე - https://expressnews.com.ge/index.php?id=84447
ავტორი: ექსპრესნიუსი,