20:45 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 16:33:47, 702 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თანახმაა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობა არ იყოს გამოყენებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს ნაწილობრივ დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა გოგა ხაჩიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ორ ნაწილად უყარა კენჭი.

დეპუტატებმა ხაჩიძის მიერ შეთავაზებულ იმ ადმინისტრაციულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარების გამო, ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება.განმეორების შემთხვევაში კი, 100 ლარიანი ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება „სისხლის სამართლის შესახებ კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, კომიტეტმა საკუთარ ალტერნატიულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარების გამო, პირს პატიმრობა აღარ შეეხება, თუმცა, მას პასუხისმგებლობა ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დაეკისრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics