2019-05-30 16:06:18, 1316 ნახვა
სამართალი
შალვა თადუმაძე - სააკაშვილის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება
„ყველა დამნაშავის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება.
„არ დაგეთანხმებით, რომ რამდენჯერაც გაიგზავნა, იმდენჯერ უარი არ იყო. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ყველა დამნაშავესთან მიმართებაში აღნიშნული პროცედურები გაგრძელდება და დამნაშავე, რომელიც წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე ბუნებრივია, ის პასუხს აგებს“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან