11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 13:47:27, 921 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ანაკლიის პროექტი „განწირულია" წარმატებისთვის, მაგრამ ინვესტორმა ვალდებულებები დროულად უნდა შეასრულოს

„ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პრიორიტეტულ, სტრატეგიულ პროექტს ანაკლიის პროექტს, რომელსაც აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავამ ფორუმზე ვრცალდ ისაუბრა ქვეყანაში ლოგისტიკის სფეროს განვითარების  მნიშვნელობაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა.

„უკვე განვამტკიცეთ ჩვენი როლი როგორც აბრეშუმის გზის ფარგლებში, ასევე ზოგადად ევრაზიული ხიდის როლს ვასრულებთ.  არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია ანაკლიის პროექტის მსგავსი მხარდაჭერა - ეს არის 300 მილიონიანი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ეს არის გზები, რკინიგზა. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ 70 მილიონამდე გაიხარჯა მიწის გამოსყიდვაზე და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა ამ პროექტში  100 მილიონ დოლარზე მეტი თანაინვესტირებაა. „ასეთ პირობებში ეს პროექტი „განწირულია" წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივია და ასე უნდა მოხდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics