|
2019-05-30 11:47:31, 1015 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული
"მნიშვნელოვანია რომ მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. „კახეთი არის ულამაზესი კუთხე საქართველოსი, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და მას აქვს უნიკალური წვლილი შეტანილი ჩვენს კულტურაში. მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში, ვფიქრობ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება ამ საკითხზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)