20:46 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 15:51:10, 345 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: მთავრობის მეთაურის განცხადებები მერიის რეაგირებას ძალიან ცუდად ემთხვევა

„მთავრობის მეთაურის განცხადებები მერიის, ცენტრალური მთავრობის რეაგირებას ძალიან ცუდად ემთხვევა“, - ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 23 საკითხზე მსჯელობას იწყებენ.

მეცხრე საკითხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები განსხვავებულია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქვას, ვინაიდან სევდია უგრეხელიძის თქმით, იგი ასოცირდება საქართველოს უახლეს სახელმწიფოებრივ წინსვლასთან.

მისივე თქმით, თუკი წინააღმდეგნი არიან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქვას, მაშინ ნოე ჟორდანიას სახელი დაერქვას.

უგრეხელიძის შეფასებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტი უნდა მიხვდეს, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის შემდეგაც ჰქონდა სახელმწიფოებრივი ისტორია.

აქედან გამომდინარე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საერთაშორისო აერპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხს მხარს არ დაუჭერს.

რაც შეეხება „გაერთიანებულ დემოკრატებს“, ისინი აცხადებენ, რომ არც მხარს უჭერენ და არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ასეთ თემებზე მხოლოდ საკრებულომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics