|
2015-06-30 15:14:51, 518 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ფორუმში - „საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ფორუმში - „საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. შეხვედრაში ევროკავშირის, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური გადამმუშავებელი საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რომლის ფარგლებში შესაძლებელია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)