11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 15:42:58, 1031 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ივანიშვილს, სააკაშვილის თუნდაც პატიმრის სტატუსით დაბრუნების ძალიან ეშინია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პატიმრის სტატუსით დაბრუნების ეშინია.

დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებით კანონიერება აღდგა. 

"მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - ოლიგარქები, როგორც საქართველოში, ისევე უკრაინაში, ერთი და იგივე, უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს.  ზელენსკის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლი იყო. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ  კანონიერება აღდგა.  კანონიერება აღდგება აუცილებლად საქართველოშიც, სწორედ ამის ეშინიათ იმ ხალხს, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმს იცავს და სწორედ ამიტომ აკეთებენ იმ კომენტარებს, რასაც აკეთებენ. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პოროშენკოს სააკაშვილის უკრაინიდან გამოძევების სურვილი ჰქონდა, სწორედ მაშინ, ივანიშვილს ძალიან შეეშინდა სააკაშვილის დაბრუნების საქართველოში, თუნდაც პატიმრის სტატუსით. ძალიან კარგად ესმის ივანიშვილს თუ რას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის თუნდაც პატიმრის სტატუსით დაბრუნება",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics