|
2015-06-30 14:50:13, 530 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა II საერთაშორისო საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალის უცხოელი შემსრულებლები მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში II საერთაშორისო საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალის უცხოელი შემსრულებლები მიიღეს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიტვის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას ღონისძიების მხარდაჭერისთვის და შემდგომში სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს. ქალაქ მოსკოვის ჯგუფის ქორეოგრაფმა ხაზი გაუსვა ერთმორწმუნე ერების რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ამ მეგობრობის განმტკიცებაში კულტურის უმნიშვნელოვანეს როლზე და ამის საფუძვლად მან მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრ „ოდიშის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი დაასახელა. მოსკოვის ჯგუფის ქორეოგრაფმა ედიშერ თოლორაიას სიმბოლურად ხატი გადასცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქის მერიის წარმომადგენელმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საერთაშორისო ფესტივალი ART KOLKHI მაყურებლებსა და შემსრულებლებს ორი წლით დაემშვიდობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)