|
2019-05-28 16:14:47, 1111 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ და „მასტერქარდი“ რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს
თიბისი და მასტერქარდი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან. ყველა, ვინც თიბისის ნებისმიერი მასტერქარდით შეიძინა ან შეიძენს ბილეთს www.tkt.ge-ზე 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე შოტლანდია - საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს. გარდა ამისა, დღეიდან თიბისის ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის მასტერქარდის ბარათები. რაგბის თემატიკის ბარათები კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობენ - ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე - რაგბის ბურთით. Mastercard საქართველოს დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა განაცხადა: „Mastercard არის კომპანია, რომელმაც კარგად იცის როგორ შეუქმნას მომხმარებლებს შეუფასებელი ემოციები და შთაბეჭდილებები. სპორტის, მუსიკის, მოდისა და სხვა გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ Mastercard წელს საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერი, იმედია, ხშირად გავახარებთ გულშემატკივრებს ერთად.“ აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20.00 სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიგო, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.
(R)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)