01:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 19:24:58, 909 ნახვა

საზოგადოება
„საქნახშირი“ - თანამშრომელს, რომელიც რამდენიმე საათის წინ კარიერში ქვა-ნახშირის მასის ქვეშ მოჰყვა, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა

„2018 წლის  16 ივლისის შემდეგ  ტყიბულში  ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად  კომპანიამ შეაჩერა  ყველა  კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და  მიმართა  მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ“, - ამის შესახებ „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, კომპანია ფლობდა ინფორმაციას, რომ კონტრაქტორები ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში და ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც შეატყობინა.

„კომპანიამ მიმართა  შესამაბის უწყებებს  რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები  რათა  არ მომხდარიყო უნებართვოდ   შეჭრა და  ნახშირის მოპოვება რასაც  რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. (მას შემდეგ რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოს“. კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით. ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად, ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში. )

აქვე ვადასტურებთ რომ  აღნიშნული პიროვნება  2010 წლიდან არის  საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს  ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის  გრაფიკის გათვალისწინებით დღეს მას სამუშოა დღე არ ჰქონდა“, - ნათქვამია „საქნახშირის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics