01:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 11:59:32, 812 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის მე-11 დღე - ჭიათურაში, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი უკვე მე-11 დღეა გრძელდება. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად ქალაქში სავაჭრო ობიექტები დაიხურა. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. მოსახლეობა მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვს.

„უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი შვილებიანად და ვდგავარ ქუჩაში. გაიფიცა ყველაფერი, იმედია დაგვეხმარებიან,“-ამბობს აქციის მონაწილე.

მანამდე, 25 მაისს მაღაროელების აქციას სოლიდარობის ნიშნად,  ზესტაფონის „ფეროს“ და ტყიბულის შახტის მაღაროელებიც შეუერთდნენ.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელბა, რომლის თანახმადაც კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ გარკვეული პირობები შესთავაზეს, თუმცა მაღაროელებმა შეთანხმებაზე უარი თქვეს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics