20:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 11:50:31, 1240 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ 2018 წლის 5 დეკემბერს, ე.რ.-მ და არასრულწლოვანმა ე.გ.-მ, თანამზრახველთან ერთად ქ. რუსთავში,  ე. დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით   შეაღწიეს,  რა დროსაც დანით  ჯანმრთელობის დაზიანების  და  დასახიჩრების მუქარით ე.დ.-ს  კუთვნილი თანხა,   ოქროს ნივთები,  მობილური ტელეფონი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა  ე. რ. და ე.გ.  2019 წლის 7 დეკემბრს ქ.რუსთავში   დააკავეს.  მათ ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.რ.  და ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად ე.რ.-ს 8 წლით, ხოლო ე.გ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics